GE

„დასჯის“ მეთოდები, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას არ დააზიანებს – იმოქმედეთ სწორად

სტატისტიკის თანახმად, მშობლების უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ თავის შვილს შესანიშნავად ზრდის. სინამდვილეში ყველაფერი ასე კარგად არ არის. როგორც წესი მშობლებს ემოციების გაკონტროლება უჭირთ. ასევე მათ არ იციან დანაშაულის შესაბამისი დასჯა. ეს ყველაფერი ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. მას შეიძლება სხვადასხვა კომპლექსი და შიში გაუჩნდეს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ,  რომ პატარების დასჯა არავის უყვარს, თუმცა ხანდახან ამის გაკეთბა აუცილებელია. სპეციალისტები იმის გარკვევაში დაგვეხმარებიან, თუ რა სასჯელია მიზანშეწონილი ამა თუ იმ სიტუაციაში.

1.ბავშვი არ უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ბოროტი განზრახვის გარეშე ჩაიდინა

უმრავლეს შემთხვევაში ბავშვს არა მავნებლობის სურვილი, არამედ აღმომჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. თუ ბავშვის ქმედება ამ მიზეზით იყო გამოწვეული, მშობელი მას გვერდში იმ შემთხვევაშიც კი უნდა დაუდგეს, თუ მას უსიამოვნება მოყვა. ბანალური შემთხვევებით გამოწვეულ სიტუაციებშიც ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ. ასეთ დროს მშობელმა ბავშვს უნდა უთანაგრძნოს და სიტუაციის გამოსწორების გზა ურჩიოს. შემთხვევით ჩადენილი დანაშაულისთვის დასჯისას არსებობს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბების რისკი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ასეთი მოზარდი შესანიშნავი „შემსრულებელი იქნება“, ვინაიდან ის ავტორიტეტული პიროვნების თანდასწრებით კარგად მოქცევას არის მიჩვეული. თუმცა მას დამოუკიდებლად სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება და როგორც წესი, ის არც პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება გამორჩეული.

2.აკრძალვა და თხოვნა ერთმანეთისგან განსხვავდება

ასეთ სიტუაციას სტერეოტიპულ ქმედებას ეძახიან. როგორც წესი, ამ ცოდვას ტარდიციული აღწრდის მომხრეები ჩადიან. ასეთ შემთხვევაში უფროსის მოტივაცია მარტივია: ,,იმიტომ რომ ასე საჭიროა“ ან ,,იმიტომ რომ ჩემი მშობლები ასე იქცეოდნენ“. ფრაზებს შორს: ,,შეგიძლია არ ითამაშო?“ და ,,არ ითამაშო!“ დიდი განსხვავებაა: პირველ შემთხვევაში ეს არის თხოვნა, მეორეში კი ბრძანება. აუსრულებლობაზე დასჯას აზრი მხოლოდ მეორე სიტუაციაში აქვს.

ემოციურად ძლიერი ბავშვისთვის ეს არაფერია, თუმცა მგრძნობიარესთვის ეს შეიძლება ტრავმა იყოს. ზრდასრულ ცხოვრებაში მას დანაშაულის გრძნობა ჩამოუყალიბდება. ის ყველა იმ ადამიანის თხოვნებს შეასრულებს, რომელთაც პატივს სცემს, ვინაიდან უარის თქმის ნეგატიური შედეგის შეეშინდება.

3.დასჯა ზედმეტი ემოციების გარეშეა საჭირო

შვილის უზომო სიყვარულის მიუხედავად, თუ ბავშვს დამორჩილება არ უნდა, მშობელს ემოციებისა და ბრაზის გაკონტროლება უჭირს. ხშირად ეს ყველაფერი იმ დიდ მოლოდინთანაა დაკავშირებული, რომლსაც უფროსები პატარებზე ამყარებენ. თუმცა როდესაც ის რეალობას ეჯახება მშობელს უკმაყოფილების გრძნობა უჩნდება. ასეთ დროს გამოწვეული ყველა ემოცია უნდა ჩაიხშოს.

ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვს მშობლების ხშირი ყვირილი და გაღიზიანება არ შეაწუხებს. ხოლო თუ პატარა ძალიან ემოციურია, მსგავსი ქმედება მას მომავალში პრობლემებს შეუქმნის. ფსიქოლოგების თქმით შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

4.სახალხო დასჯა მიუღებელია

საჯარო დასჯა ბავშვში კოლექტივის წინაშე სირცხვილის გრძნობას აყალიბებს.

ფსიქოლოგები ისეთი ფრაზის გამოყენებასაც კი არ გვირჩევენ, როგორიცაა: ,,და სხვები რას იტყვიან“. დაახლოებით იგივე ხდება სახალხო შექების დროსაც, მაგრამ ამ დროს არა სირცხვილის, არამედ ნარცისიზმის ტენდენციები ყალიბდება.

პატარა, რომელიც სახალხო ,,გაროზგვას“ არის მიჩვეული, თავს დამცირებულად ყოველთვის გრძნობს. ზრდასრულ ცხოვრებაში ის უმრავლესობის აზრს მთლიანად დაეყრდნობა. გადაწყვეტილების მიღებას, სამყაროზე საკუთარი შეხედულებიდან გამომდნარე, ის სავარაუდოდ ვერ გაბედავს.

5.თუ ბავშვს დასჯით ემუქრებოდით, შეასრულეთ

თუ უფროსი ბავშვს დასჯით დაემუქრა, მან ის სისრულეში აუცილებლად უნდა მოიყვანოს. ფსიქოლოგების აზრით, შეუსრულებელი მუქარა ბავშვისთვის დასჯის არარსებობაზე უარესიცაა. ის ხვდება, რომ მშობელი სიტყვებს ჰაერზე ისვრის და მას აღარ ენდობა. მისი ღირებულებათა სისტემა გაურკვევლობაშია. ის ცუდ და კარგ საქციელს შორის სხვაობას ვერ ხედავს. დასჯის დავიწყება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისმა მოლოდინმა შედეგი გამოიღო. ამ შემთხვევაში ბავშვს აუცილებლად უნდა გააგებინოთ, რომ  ეს არ არის ნორმა და იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

6.დამნაშავე უცნობია? დასაჯე ყველა!

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი არ არის დარწმუნებული იმაში, თუ ვინაა დამნაშავე, ერთი ბავშვის დასჯა გამოსავალი არ არის. თუკი დანაშაულის დროს ბავშვი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ჯობს კრიტიკისგან თავი შეიკავოთ. ხოლო თუ შემთხევას და-ძმა შეესწრო და დანაშაულიც სერიოზულია, მაშინ მასზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დამნაშავეს“ მსხვერპლის კომპლექსი განუვითარდება. შემთხვევის სხვა მონაწილეს კი ამაღლებული თვითშეფასება და ხელშეუხებლობის გრძნობა დაეუფლება. არც ერთი მათგანი ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე დადებითად არ აისახება.

7.ბავშვი პასუხს მხოლოდ მიმდინარე და ძველ შეცდომაზე აგებს

აღზრდის ერთ-ერთი მთავრი წესია: ,,დასაჯე, აპატიე, დაივიწყე“. ბავშვი, რომელსაც წარსულ შეცდომებს ყოველთვის ახსენებენ საკუთარ თავში დარწმუნებული არასოდეს იქნება. მას რაღაც ახლის გაკეთება შეეშინდება და უპირატესობას რუტინას მიანიჭებს. ასეთ ადამიანს საკუთარ შეცდომებზე სწავლაც გაუჭირდება, ამა თუ იმ სიტუაციის გაანალიზების ნაცვლად ის მათზე ჩაიციკლება.

ფსიქოლოგები დასჯაზე უარის თქმას მაშინაც გვირჩევენ, როცა დანაშაულზე მისი ჩადენიდან დიდი ხნის მერე ვიგებთ. საკმარისია ბავშვისთვის იმის ახსნაც თუ რაში იყო მისი შეცდომა.

8.სასჯელი ასაკისა და ინტერესის პროპორციული უნდა იყოს

დასჯის სისტემა მკაფიო და ბალანსირებული უნდა იყოს. სკოლაში მიღებულ ცუდ ნიშანსა და მეზობლის ჩამსხვრეულ ფანჯარაზე ბავშვის ერთნაირად დასჯა არ ღირს. პატარა ოინებზე ბავშვი მარტივ, უფრო სერიოზულ დანაშაულზე კი მკაცრ სასჯელს იმსახურებს.

ასევე გასათვალისწინებელია ასაკი და ინტერესები. თუ მოზარდს სოციალური ქსელები უყვარს, მათი დანაკლისი ღირსეულ სასჯელად იქნება აღქმული. ხოლო თუ ბავშვი მესენჯერს იშვიათად იყენებს, მსგავსი სასჯელის აზრი მისთვის შეიძლება გაუგებარიც კი დარჩეს.

ბავშვს, რომელსაც ყველა ოინსა და დანაშაულზე ერთნაირად სჯიან, მორალური ღირებულებების ადეკვატური სისტემა ვერ ჩამოუყალიბდება.

უხეშად რომ ვთქვათ, ზრდასრულ ასაკში ის ვერ დაინახავს სხვაობას ჩამსხვრეულ მინასა და მიღებულ ცუდ ნიშანს შორის.

9.გაკიცხვის დროს უცენზურო და შეურაწმყოფელი სიტყვების გამოყენება არ შეიძლება

ასეთი რამ სპონტანურად, ძლიერი ემოციების ზემოქმედების ქვეშ შეიძლება მოხდეს.

ხანდახან მშობლები ვერც კი ამჩნევენ იმას, რომ შვილებს არასწორად მიმართავენ. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები მხოლოდ ნეიტრალური ლექსიკის გამოყენებას გვირჩევენ.

შეურაწმყოფელი მიმართვა მგრძნობაირე ბავშვის თვითშეფასების დონეს ადაბლებს. ზრდასრულ ადამიანს მეხსიერებაში, დედის ან მამის მიერ ცხელ გულზე ნასროლი სიტყვა, შეიძლება ამოუტივტივდეს. ასეთი მიმართვა გოგონებზე უფრო მოქმედებს, ვინაიდან ისინი, ძლიერი სქესის წარმოამდგენლებთან შედარებით რეფლექსიისკენ მიდრეკილები უფრო არიან.

შეხვედრიხართ დასჯის არასწორ მეთოდებსა და მათ შედეგებს? მოგვიყევით ამის შესახებ და გვითხარით რა არის თქვენი მეთოდები.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური