GE

დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო

2018 წლიდან CENN USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“, რომლის მიზანია გარემოს სისუფთავის შენარჩუნება მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით.

21 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კრწანისის ტყეპარკში გაიმართა.

დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო. სტუდენტებმა კრწანისის ტყეპარკი დაასუფთავეს და ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კამპანიის „გარემოს გულისთვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, ველური ბუნების ეროვნულმა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნულმა სააგენტოებმა, თბილისის მწვანე სკოლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური