GE

დავით ჭავჭანიძის ვებინარ თემაზე: „პროფესიული განვითარება მასპინძლობის ინდუსტრიაში“ კსუ-ის სტუდენტებისთვის

26 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დავით ჭავჭანიძის ვებინარი გაიმართა თემაზე: „ პროფესიული განვითარება მასპინძლობის ინდუსტრიაში“.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სპიკერმა სასტუმრო ინდუსტრიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკურ მაჩვენებელზე, მოგზაურობის მოტივაციაზე და შეცვლილ სამომხმარებლო ქცევაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროთა ფუნქციონირების თავისებურებებზე პანდემიის პერიოდში. მომხსენებელმა საკუთარი კარიერული გამოცდილების მაგალითზე პროფესიულ წარმატებასა და განვითარებაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, დავით ჭავჭანიძე სასტუმრო- Hampton by Hilton Tashkent-ის (უზბეკეთი) გენერალური მენეჯერი, სასტუმრო-Sheraton Nur-Sultan-ის (ყაზახეთი) და სასტუმრო – Tbilisi Marriott-ის (საქართველო) საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორია.

შეხვედრას კავაკსიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკლავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ლალი მიქელაძე. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური