GE

„დავრეგისტრირდიიით! თავი ჰაკერი მგონია!“ – მშობელთა გამოხმაურებები პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციაზე

გასაკვირია, მაგრამ მშობლებმა პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია ყველაზე მღელვარე მომენტადაც კი შერაცხეს ბავშვის დაბადების შემდეგ. გამონაკლისი არც ეს წელია და მშობლები უკვე თავიანთი “ჰაკერული” უნარებით ამაყობენ.

EDU.ARIS.GE – ამ საინტერესო პროცესის შესახებ სხვადასხვა დროს შეგროვილ ფრაზებს იხსენებს, გავიხსენოთ კლასიკა და გავეცნოთ მშობელთა ახალ მიგნებებს ამ პროცესში:

-“დავრეგისტრირდიიიით! თავი ჰაკერი მგონია, ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი ჯიმ ქერი რომ ბეჭდავს იმ ფილმში – “ყოვლისშემძლე ბრიუსი” :)))))

-“ამაზე ამაღელვებული ანიკოს დაბადება იყო და ახლა ეს დღე, მშობიარობა დამავიწყეთ განათლების სამინისტროვ, ჩემი გოგო პირველ კლასშიააა!

-“გამარჯობათ გოგოებო, ბავშვი დავარეგისტრირე სკოლაში და ხომ არ იცით სად გადავამოწმო ნამდვილად იმ სკოლაში მოხვდა თუ არა, რას ვწერდი და რას ვნიშნავდი ეხლაც ვერ გავერკვიე.

-“კიდე კარგი ყველაფერი მზად მქონდა, 5 წუთში უკვე ყველა ადგილი შეივსო 150 ადგილიდან.

-“დღეს ჩემი დაქალის ბავშვზე სპეც ნაზი ვიყავით მობილიზებული, გოგო მწერს რომ მგონია უმაღლესში აბარებსო“.

-„კოდი მხოლოდ ტელეფონზე მომივიდა და მაილზე არ მომსვლია! რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება?? ძალიან ვნერვიულობ“

-„რად მინდა ეს ვაკანტური ადგილი სადაც მე მაწყობს იქ მინდა ბავშვმა იაროს და არა სადაც თქვენ გვისვრით, ძაან გამაღიზიანებელია თქვენი რეფორმა და საერთოდ ხალხს ანერვიულებთ, ეგაა თქვენი მიზანი“!!

-გაიხსნა თუ არა 0 ეწერა ადგილი, 8 კაცი ვარეგისტრირებდით და შოკშია ყველა #განათლებისსამინისტროვ

-“მესიჯი მომივიდა რეგისტრაცია დამიდასტურდა და არ მჯერა, ნამდვილად უკვე დარეგისტრირებული ვარ?

-“რეგისტრაცია კი არა-დოღია!”

-“იქნებ ერთი ბავშვი დავამატოთ, გამიხერხეთ რამე”

-“ღმერთო შენ გვიშველე? როგორ დაგვძაბეს :))))

-“განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis უფრო მართებული იქნებოდა დაგეწერათ რომ არის სკოლები სადაც თვეებით ადრე იყვნენ ჩაწყობილი მოსწავლეები რეგისტრაციის გარეშე, ეს არის ქართული რეალობა”.

-“აქ რასაც ვკითხულობ თბილისის ნახევარი სკოლის გარეშე დარჩა და ვინღა ჩარიცხეთ მაგ სკოლებში”.

-“მაგარია ვაკეში რომ ცხოვრობ და ვარკეთილში რომ უნდა ატარო ბავშვი ყოველდღე, ან იქ მაინც თუა ადგილები?!”

-“გამარჯობა. ბავშვი შემთხვევით სხვა სკოლაში ჩაირიცხა იმის გამო რომ საიტმა გაჭედა და სხვა სკოლა ამოაგდო. რეგისტრაციის კოდი არ მოდის როდის მოვა? უნდა გავაუქმო მოსწავლის მონაცემები”.

-“კოდს დიდი ხანი აგვიანდება?

-“მე რომ მახსენდება შარშან რა ემოციებში ვიყავი… მეგონა შვილი ჰარვარდში ჩავრიცხე, ყველას გილოცავთ!”

თამარა იაკობიშვილი