GE

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები

ფოტო –
3754

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა 2013 წლის თებერვალში ჩატარებული საცდელი ტესტირების შედეგები.

გაითვალისწინეთ:
• საცდელ ტესტირებაზე წარმოდგენილი იყო I – IV კლასების ე. წ. ერთიანი ტესტი (რომელიც მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას), ასევე I – VI კლასების ცალკეული საგნობრივი ტესტები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება);

• ტესტის თითოეული ვარიანტისთვის მაქსიმალური ქულა განსხვავებულია: I – IV კლასების ე. წ. ერთიანი ტესტისთვის მაქსიმალური ქულა არის 44; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ტესტისთვის – 35; მათემატიკის მასწავლებელთა ტესტისთვის – 32; ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა ტესტისთვის – 45.

• საცდელი ტესტირების შედეგის საფუძველზე ზუსტად ვერ განსაზღვრავთ თქვენს წარმატებას გამოცდაზე, რადგან აღნიშნული ტესტირება მიზნად ისახავდა არა თქვენი შესაძლებლობების, არამედ დავალებების გამოცდას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური