GE

დაწყებითი საფეხურის დამხმარე მასალები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

(R)

მიმდინარე სასწავლო წლიდან სასკოლო საზოგადოებამ დაწყებით საფეხურზე მიიღო ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები თითქმის ყველა დისციპლინაში. სახელმძღვანელოების მომზადებასა და შემდგომ ექსპერტთა მიერ შეფასებასა თუ შესწორებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და საბოლოოდ, მოსწავლეებმა მიიღეს წინანდელზე უფრო დახვეწილი, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მორგებული რესურსები. სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღებად, თუმცა მიზნის მისაღწევად მხოლოდ მისი გამოყენება და ამით დაკმაყოფილება არ არის მიზანშეწონილი. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს შევთავაზებთ ისეთ დამატებით რესურსს, რომელიც, ერთი მხრივ, ცოდნის დონის დადგენაში დაგვეხმარება, მეორე მხრივ – უკვე ათვისებულის განმტკიცებაში: ერთია, რაღაც ისწავლო და მეორე – გაიმყარო მიღებული ცოდნა.

სწორედ ამიტომ, განათლების ექსპერტები გვირჩევენ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ სავალდებულო კომპონენტზე და გამუდმებით ვეძებოთ ახალი საშუალებები მოსწავლეების წარმატებისთვის.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებსაც საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, სწორედ ასეთ რესურსებს სთავაზობს როგორც მშობლიურ ენაში, ასევე მათემატიკაში, ბუნებაში, ხელოვნებასა თუ ინგლისურში.

ნაწილი ამ რესურსების სადამრიგებლო საათზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთია, მაგალითად, მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში უკვე ძალიან პოპულარული დამხმარე კრებულები „ნამდვილი და მოგონილი ამბები“, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა ნინო გორდელაძემ და თინათინ კუხიანიძემ შექმნეს. კრებულებში შესულია ასაკისთვის შესაბამისი ენით შექმნილი საბავშვო ტექსტები და სახალისო აქტივობების შესასრულებლად მოცემულია მარტივი ინსტრუქციები. „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ მოიცავს როგორც ლიტერატურის, ასევე გრამატიკის წიგნებს და განკუთვნილია  I, II, III, IV, V, VI კლასების მოსწავლეებისთვის.

გამომცემლობა მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს  ასევე მრავალ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა  I, II, III, IV კლასელებისთვის შესანიშნავი დამხმარე სერია „ისწავლე სახლში“. ის დაეხმარება მოსწავლეებს, შეძლონ მშობლიურ ენაზე გამართულად წერა და კითხვა. სერიაში შესული ნაწყვეტები მაღალმხატვრული საბავშვო ლიტერატურიდან პატარებს მიაჩვევს წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმას, მასში მოცემული ინფორმაციის დახარისხებასა და ორგანიზებას, ტექსტის ძირითადი კომპონენტების გამორჩევასა და მათ შორის კავშირების დამყარებას, გაუმდიდრებს ლექსიკას; და, რაც მთავარია, გემოვნებიან მკითხველებად გაზრდის. წერის აქტივობები კი მათ ნააზრევის სწორად გადმოცემაში დაეხმარება. წიგნებში სახალისო აქტივობები შექმნილია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თითოეულ კლასში ტექსტები და სავარჯიშოები განაწილებულია მოსწავლეთათვის საინტერესო თემების მიხედვით.

პედაგოგებს შეუძლიათ სერიის კომპონენტები გამოიყენონ, როგორც საშინაო დავალების რვეულები და კლასგარეშე საკითხავი წიგნები; ხოლო მშობლებს, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ შვილების განათლებაზე, სახლის პირობებში მთელი კურსის წარმართვის საშუალება ეძლევათ. სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს სწავლის პროცესს.

ბუნების სახელმძღვანელოებს (ავტორები: ლელა მიქიაშვილი, გიორგი კვანტალიანი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, თამარ კვანტალიანი) ასევე მოჰყვება დამხმარე რვეულები I, II, III, IV, V, VI კლასებისთვის. აქ მოცემული მრავალფეროვანი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.

მათემატიკის  I, II, III კლასების სახელმძღვანელოებსაც (ავტორები: ბაკურ სულაკაური, გურამ ბერიშვილი, იათამზე კოტეტიშვილი) ახლავს დამატებითი კომპონენტი -მოსწავლის რვეული. გამოსაცემად მზადდება IV, V, VI კლასების (ავტორები: ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი) რვეულები.

ინგლისურ ენაში გამომცემლობამ მოსწავლეებს შესთავაზა სერია New Building Blocks (I-IV) და New Building Bridges (V-VI)(ადაპტაციის ავტორი თამარ ჯაფარიძე). სერია ზედმიწევნით ასახავს თანამედროვე ინლისურ ენაში შესულ ცვლილებებს, მის ზოგად თავისებურებებსა და მათი სწავლების მეთოდებს; მოიცავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველი უცხოური ენის რეცეფციული  (კითხვა/მოსმენა) და პროდუციული (ლაპარაკი/წერა) უნარების სტანდარტის ყველა საჭირო კომპონენტს, რაც ენის ელემენტარულ დონეზე ფლობას/გამოყენებას გულისხმობს.

სერიის თითოეულ წიგნში წარმოდგენილი დამატებითი მასალიდან და მასწავლებლის წიგნებში მოცემული არჩევითი სავარჯიშოების სიუხვიდან გამომდინარე, ის თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ საჯარო სკოლებმა, არამედ ინგლისური ენის გაძლიერებულ რეჟიმში სწავლების მქონე სკოლებმა და ენების დამოუკიდებელმა ცენტრებმაც. სახემლღვანელოს მიხედვით შეიქმნა დამხმარე კომპონენტები: სავარჯიშო რვეული პირველკლასელთათვის და წერის დედანი – საწერი ბადე, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სურვილისამებრ პირველ და მეორე კლასებში.

ხელოვნების I-II კლასების სახელმძღვანელო (ავტორები: ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია) არ შეიცავს მოსწავლის წიგნს, მასწავლებლისთვის კი ყოველი გაკვეთილი გაწერილია დაწვრილებით სცენარებად და მოიცავს სრულ ინფორმაციას მოსწავლეებისთვის მისაწოდებელი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს შესახებ. გაკვეთილების თეორიული ნაწილი უშუალო, სახალისო დიალოგებადაა წარმოდგენილი. სახელმძღანელოს მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და შემდგომი განვითარება, ხელოვნებისადმი და ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივება. სახელმძღვანელოს დახმარებით მოსწავლეები შეიძენენ ისეთ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ელემენტარული მასალებისა და იარაღების ხმარება; გაეცნობიან ხელოვნების დარგებსა და ჟანრებს, სახვითი ხელოვნების ზოგიერთ ელემენტს; ისწავლიან მეგობრებთნ ერთად მუშაობას და სამუშაო გარემოს მოწესრიგებას; მიეჩვევიან ინსტრუქციის გაგებასა და შესრულებას. გრიფირებული სახელმძღვანელოს დამატებითი კომპონენტები გახლავთ I-II კლასების მოსწავლის რვეულები, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაეხმარება საინტერესოდ და სახალისოდ წარმართონ საგაკვეთილო პროცესი.

ამ და სხვა მრავალ საგანმანათლებლო რესურსს გთავაზობთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 2018-2019 სასწავლო წლისათვის, რათა ცოდნის მიღება მოსწავლეებისთვის იყოს უფრო მიმზიდველი, ეფექტური და ეფექტიანი.

www.sulakauri.ge

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური