GE

დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და VII კლასის სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა – ვადები და პირობები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და VII კლასის სახელმძღვანელოებზე გრიფირების კონკურსს აცხადებს.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, განისაზღვრა გრიფმისანიჭებელი დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და VII კლასის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასებისა და საგნების მიხედვით, სახელმძღვანელოების კომპლექტის შემადგენლობა, გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და განსახორციელებელი პროცედურების ვადები.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაფორმების ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 17 ივნისი.

ასევე ბრძანების თანახმად განისაზღვრა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების შეძენისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა.

იხ. ბრძანება

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის სრულყოფა გამოცხადებული გრიფირების სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა დასრულდეს 2019 წლია 31 იანვარს.

რა ცვლილებები იგეგმება გრიფირების პროცესში – 2021 წლიდან მოსწავლეები სრულაიდ განახლებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური