GE

გრიფირება გამოცხადდა დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთი საგნის, ასევე VIII კლასის სახელმძღვანელოებზე – დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთის საგნის სახელმძღვანელოებზე გრიფირების კონკურსს აცხადებს. გრიფირების კონკურსი გამოცხადდა ასევე VIII კლასის სახელმძღვანელოებზე.

განათლების მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა გრიფმისანიჭებელი სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასებისა და საგნების მიხედვით, სახელმძღვანელოების კომპლექტის შემადგენლობა, ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა, გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და განსახორციელებელი პროცედურების ვადები.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაფორმების ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 19 ივნისი.

რაც შეეხება IX-XII კლასების სახელმძღვანელოებს, ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ამ კლასების სახელმძღვანელოებზე გრიფი 2020 წელს უნდა გამოცხადდეს.

იხ. ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური