GE

დეკემბრის პირველ კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 066-მა მოსწავლემ გამოთქვა

2 დეკემბერს, სპეციალურ სისტემაში, საქართველოს მასშტაბით ონლაინ სწავლების სურვილით 5 066 მოსწავლე დარეგისტრირდა, 4 994 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა. ასეთია განახლებული სტატისტიკა, რომელიც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიაწოდა.

“მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ კოვიდსტატისტიკას, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 67 პირი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ტესტირება ჩაუტარდა 51 749 ადამიანს, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 31 223, PCR ტესტით კი 20 526 პირი დაიტესტა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, განახლებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 7,92%-ია. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აცრილია – 2 211 839, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 11 699-ს შეადგენს. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 33, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 550, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 1 127 პირი იმყოფება.

ასევე იხილეთ:

„არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობის ვაქცინირება გახდება შესაძლებელი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური