GE

დღეიდან მოსწავლეებს საკლასო ოთახში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ – ბრიტანეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს

ბრიტანეთში კოვიდრეგულაციების ნაწილის გაუქმებასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახში ყოფნა მსუბუქდება.

დღეიდან, საკლასო ოთახებში მოსწავლეებს პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.

ბრიტანეთში ასევე უქმდება დისტანციური, შინიდან მუშაობის რეკომენდაციაც და ღამის კლუბებში, ასევე ხალხმრავალ ღონისძიებებზე, კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.

როგორც ქვეყნის პრემიერი, ბორის ჯონსონი აცხადებს, 27 იანვრიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის აუცილებლობა რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური