GE

დღეს გრიგოლო რობაქიძის დაბადების დღეა, მიმართვა ახალგაზრდებს

28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა.

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1882 წელს დაიბადა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ამ დღესთან დაკავშირებით, მწერლის მიმართვას ავრცელებს, რომელიც 1954 წლით არის დათარიღებული:

1954 წ. მიუნხენი

ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემლიანი …

გულწრფელად იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდგანაა წამოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი; იქაა განმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვრით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი – ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, მეფე თამარ, მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი – წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვრისათვის… იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა; წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა, იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვილნო გულებში, ახალგაზრდებო! ხალასო ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარდათ აქვს ამართული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ საქართველო!

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი