GE

დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან

13 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები და კლინიკური ცენტრები დაათვალიერა. საუნივერსიტეტო ტურს პირადად უძღვებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დიმიტრი ხუნდაძეს გააცნო მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ფაკულტეტის განვითარებისთვის ხორციელდება.

საუნივერსიტეტო ტურის შემდეგ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებითვის დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრა გამართა თემაზე: „საქართველოს ჯანდაცვის მიღწევები და პრობლემები, განათლების როლი ქართული მედიცინის განვითარებაში და საქართველოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა“.

ლექციის ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საყოველთა ჯანდაცვის პროგრამა, სახელმწიფოს სადაზღვევო, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებები, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად კი ყურადღება ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხუნდაძემ სტუდენტები საქართველოს პარლამენტში მიიწვია, სადაც ახალგაზრდებს უშუალოდ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ჯანდაცვის კომიტეტის საქმიანობაში, წამოჭრან მათთვის აქტუალური საკითხები და მიიღონ მონაწილეობა კანონპროექტების თემატურ განხილვაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური