„დირექტორს ვირჩევთ, პრეზიდენტს ვირჩევთ, რა გახდა ეს მანდატურის არჩევა?!“ – სკოლის დირექტორი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანდატურებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლებში ძალიან ხშირად ხდება მანდატურების როტაცია და კარგი იქნებოდა მათი არჩევის უფლება სკოლას გადაეცეს.
“დირექტორს ვირჩევთ, პრეზიდენტს ვირჩევთ, რა გახდა ეს მანდატურის სამსახური? მანდატურის სამსახურის თანამშრომელი რომ ავირჩიოთ, კონკურსი რომ გამოვაცხადოთ სკოლებმა არ შეიძლება?! რატომ არ უნდა მყავდეს 5 წელი ერთი და იგივე მანდატური სკოლაში? როგორც კი რომელიმე მანდატური წინ წავა, რომელიც გამოიჩენს თავს კარგი მუშაობით, ან აწინაურებენ და ან სხვა სკოლაში გადაჰყავთ”, – განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.
დირექტორის შეკითხვას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ უპასუხა.
ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სუბიექტური დამოკიდებულება არ გაუჩნდეს მანდატურს კონკრეტული სკოლის მიმართ. მაგალითად სუბიექტური არ იყოს შეფასებებში, იგივე დაკვირვებაში. მაგრამ, თუ სკოლის დირექტორების უმრავლესობა ჩათვლის, რომ საჭიროა ცვლილება, გადავხედოთ და გავაანალიზოთ”, – განაცხადა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რაში მეხმარება მე-12 კლასი – „აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის“ გამოკითხვის შედეგები by ARIS.GE-განათლება
- რა ვადით გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი? – პასუხი 2024 წლის აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება