GE

ჯანდაცვის მინისტრი სკოლების გახსნისთვის აუცილებელ ორ ფაქტორს ასახელებს

სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებისთვის სვადასხვა ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 23 აგვისტოს, ჟურნალისტებს კახეთის რეგიონში ვიზიტისას განუცხადა, სადაც კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

მინისტრის თმით, ის დღეს თავადაც გეგმავს პედაგოგებთან შეხვედრას და მათ დარწმუნებას ვაცინაციის აუცილებლობაში.

“სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია და ბატონმა ამირანმა როგორც განაცხადა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეთანხმებით, სულ მცირე 80% პედაგოგებისა უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა არის უსაფრთხო. ასევე მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდანრე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისათვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში,  კლასის სივრცეში სწავლა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

ამავე თემაზე:

სკოლების ნაწილმა შესაძლოა, სწავლა საკლასო ოთახებში განაახლოს – რა პირობების დაკმაყოფილება დასჭირდებათ მათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური