GE

„ჯარის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ჯარის პოპულარიზაცია ბაღის ასაკის ბავშვებიდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით ჯარის საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიც და სამინისტროს ამ კუთხით სახელმძღვანელო უკვე შემუშავებული აქვს.

„ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან. სკოლებში უნდა შევიდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრომ სახელმძღვანელო შეიმუშავა და ძალიან მალე იქნება დასრულებული. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივება. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური