GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიას ჯეფერსონის ინსტიტუტისა და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ჯეფერსონის ინსტიტუტის და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გაცნობითი სახის პრეზენტაციები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრებზე, ასევე განხილული იქნა ჯეფერსონის უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც ერთმნიშვნელოვნად აამაღლებს თანამედროვე დისტანციური სწავლების არსის გააზრებას და დააჩქარებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას დისტანციური სწავლების ცენტრის მიერ თავდაცვის ძალებში.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური