GE

ჯორჯიის შტატში გამართულ კადეტთა საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერმაც მიიღო

ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატში მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გამართულ კადეტთა საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერმა მარიამ ერაძემ მიიღო.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ როგორც სამხედრო, ისე კულტურულ ღონისძიებებში, ასევე კვირეულის ფარგლებში მათ წარმოადგინეს ნაშრომები თემაზე: ,,ჯარისკაცები-ოფიცრები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში’’.

საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობის მიღების მიზანს აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და იუნკერების უცხოელ კადეტებთან დამეგობრება წარმოადგენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)