GE

დუალური პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების პრინციპი და პროგრამების ჩამონათვალი

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, განისაზღვრა როგორ დაფინანსდებიან დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში).

პრემიერის ხელმოწერით დამტკიცებულ ბრძანებაში დეტალურად არის ახსნილი ვაუჩერული დაფინანსების პრინციპი დუალური პროგრამებისთვის და ასევე მოცემულია ცხრილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობების შესახებ.

იხილეთ სრული ბრძანება და ცხრილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური