GE

„ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სერვისებზე“

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის 254 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, 800-ზე მეტი ბავშვი კი, ოჯახური ძალადობის დანაშაულებზე დაზარალებულად სცნეს.

ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ, 18 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„2020 წელს 887 არასრულწლოვანი სცნეს დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე და გამოიწერა 623 შემაკავებელი ორდერი. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს. ძალდობის მსხვერპლ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სერვისებზე და მათთვის გაწეული მხარდაჭერა არ არის ეფექტიანი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური