GE

„ეჭვის საფუძველი არსებობს“ – რუსთავში ორი მოსწავლე იდენტური შემთხვევის შედეგად დაშავდა

რუსთავში ბოლო სამი თვის მანძილზე, ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი გოგონები მე-3 სართულიდან გადაცვივდნენ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც მოზარდები ერთ კლასში სწავლობენ, საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

ბოლო ფაქტი გუშინ მოხდა, მოზარდის მეზობლების თქმით, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გადმოვარდნა, შესაძლოა, რომელიმე ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდეს.

ეჭვის საფუძველს იძლევა ​სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადავარდა. ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან.

“რა თქმა უნდა, რაღაცა ეჭვის საფუძველი არსებობს. ასეთი დამთხვევა იშვიათია, როდესაც ერთი კლასიდან, ორივე გოგონა, თან მეგობრები არიან და ასეთი შემთხვევა ხდება. ჯერჯერობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან მე კომუნიკაცია არ მქონია. ხვალ აუცილებლად დამრიგებელთან ერთად შევხვდები კლასს, შემდეგ კი მასწავლებლებსა და მშობლებს, რათა დეტალური ინფორმაცია გავიგოთ, რაღაცა ისეთი ხომ არ ხდება კლასში, რაზეც ზოგადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ. თუ გამოიკვეთება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ დასამალი არაფერი არ არის და ჩვენ ამას ზოგადად საჯაროსაც გავხდით. თუ ასეთ თამაშებთანაა დაკავშირებული”, – აცხადებს სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი.

წყარო:  inforustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური