GE

EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ,  ენერგიულ,  შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

საქმიანობის აღწერა:

  • სტატიების, სპეციალური ინტერვიუების და რეპორტაჟების მომზადება და განთავსება ინტერნეტში;
  • კითხვადი საინფორმაციო მასალების, პრესრელიზების მომზადება და რედაქტირება.
  • სხვადასხვა თემატიკის სარეკლამო ხასიათის მასალების მომზადება
  • სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟუნალისტიკის ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდურ ან სატელევიზიო მედიაში
  • ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი

მაძიებელს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების  ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი /განიხილება შეთავსებით

ანაზღაურება:  ანაზღაურება (ერთი მასალის ღირებულება) განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა:  10 თებერვალი, 2016

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, ასევე მინიმუმ 2 ვრცელი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე:  cv@aris.ge

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე სამოტივაციო წერილის და სტატიების გარეშე არ განიხილება!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური