GE

ელექტრონული ჟურნალის „სემესტრულ შეფასებაში“ ჩათვლის ფუნქცია გააქტიურდა – თხოვნა მასწავლებლებს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დღეს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში „სემესტრულ შეფასებაში“ ჩათვლის ფუნქცია გააქტიურდა.

EMIS მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ აღნიშნულის სისწორე გადაამოწმონ.

“იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ საგანს- სემეტრული შეფასების კომპონენტი არ აქვს მითითებული სწორედ, მაგალითად: მითითებულია ჩათვლა და პირიქით (განმსაზღვრელი ან განმავითარებელი).

ზოგადასაგანმანთლებლო დაწესებულების დირექტორმა უნდა გვაცნობოს აღნიშნულის შესახება ოფიციალურად (eFlow) მეშვეობით. აირჩიეთ სასურველი კლასი, საგანი – სემესტრული შეფასება”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და თანდართულ ვიზუალურ მასალასაც აქვეყნებს.

ასევე იხილეთ:

როდის და როგორ დაანგარიშდება მოსწავლეების პირველი სემესტრის ქულები – როგორია წესი და ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური