GE

EMIS-ის განმარტება იმ მასწავლებლების საყურადღებოდ, ვისაც შემაჯამებელი წერა 23 ნოემბერს ჰქონდა ჩანიშნული

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოსწავლეთა შემაჯამებელი წერა 23 ნოემბერს ჰქონდათ ჩანიშნული, დღეს განმარტებას აკეთებს.

EMIS-ი პედაგოგებს გამოსავალს სთავაზობს და მისი შესრულების გზას უხსნის:

“მასწავლებლებს, რომლებსაც 23 ნოემბერს ჩანიშნული ჰქონდათ შემაჯამებელი წერა, თუმცა შემდეგ მისი გაუქმება/ჩატარება ვერ შეძლეს იქიდან გამომდინარე, რომ დასვენების დღედ იყო კალენდარში მონიშნული, შეგიძლიათ დღეიდან მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში მოთხოვნის საფუძველზე წაშალოთ შემაჯამებელი წერა და ჩანიშნოთ სხვა დღეს, ვინაიდან ახლა სისტემაში 23 ნოემბერი არის ჩვეულებრივ სამუშაო დღედ მონიშნული. შესაბამისად შეგიძლიათ ჩანიშნული შემაჯამებელი წერის კორექტირება მოთხოვნის ფუნქციონალის გამოყენებით”, – განმარტავს მართვის სისტემა და მასწავლებლებს საჭირო ბმულს სთავაზობს.

“თუ ჩანიშნული გქონდათ შემაჯამებელი წერის აღდგენა, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მოთხოვნის ფუნქცია და ჩანიშნოთ შემაჯამებელი წერის აღდგენა სხვა დღეს იმ შემთხვევაში, თუ მობილობით გადადის მოსწავლე ან სხვა მიზეზით გეჩქარებათ შეფასების შეტანა, ვინაიდან უახლოეს კვირაში შეგეძლებათ არასამუშაო დღესაც ჩანიშნოთ შემაჯამებელი წერის აღდგენა. სხვა მხრივ თუ ხელი არ გეშლებათ, შეგიძლიათ დატოვოთ კალენდარში მონიშნულად 23 ნოემბერს შემაჯამებელი წერის აღგენა”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა მიიღოს პედაგოგმა განვლილი დროით შემაჯამებელი წერის ჩანიშვნის უფლება – ინსტრუქცია

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა შემაჯამებელი გაკვეთილის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური