GE

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 7 დღით ადრე დარეგისტრირებულია 19 200-ზე მეტი აპლიკანტი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს 3 აპრილის 18:00  საათამდე შეუძლიათ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, 27 მარტის მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 19 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მაგრამ ეს  რიცხვი  მუდმივად იცვლება.

გამოცდების ცენტრში მიაჩნიათ, რომ „ამ  ეტაპზე არამართებული იქნება ამ მონაცემის წინა წლებთან შედარება. ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, აბიტურიენტების უმრავლესობა ბოლო დღეებში რეგისტრირდება“.

„2019  წლის გამოცდები იმავე პრინციპით ტარდება, როგორც წინა წლებში. მნიშვნელოვანი სიახლეები არ არის და ამის შესახებ ცენტრმა ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა.

რაც შეეხება ახალ საგამოცდო მოდელს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ საუბარი გამოცდების „გამარტივებასა“ ან  „გართულებაზე“ არ არის. ახალი მოდელი ახალი კონცეფციის შემუშავებას გულისხმობს და არა საგამოცდო პროცესის გართულებასა თუ გამარტივებას“, – აცხადებენ სოფო გორგოძის უწყებაში.

რატომ არის 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა მცირე? – აბიტურიენტების პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური