GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის კადეტები ესტუმრნენ

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას სასწავლო ვიზიტით აშშ-ის ტექსასის აგრარული და მექანიკის უნივერსიტეტის კადეტთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ამერიკელ კადეტებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, მიმდინარე სასწავლო პროგრამები გააცნეს და არსებული სამხედრო მომზადებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ეთას ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
ამერიკელმა კადეტებმა აკადემიის იუნკერებთან ერთად კალათბურთისა და ფრენბურთის ამხანაგურ შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული თავდაცვის აკადემია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს მუდმივად მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური