GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ავსტრიის ელჩი ეწვია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ავსტრიის ელჩი, დოქტორი არად ბენკო ეწვია. ელჩს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ნინო გეწაძე შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ბენკოსმა აკადემიის სასწავლო ბატალიონისა და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა, რომელიც ევროკავშირის ისტორიას, მის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ლექციის მსვლელობისას ელჩმა ყურადღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური