GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლი ესტუმრა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰიუტკერი და სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც ჟოზეფი სტუმრობდნენ.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. უნდა აღინიშონს, რომ ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველად იმყოფება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაცნობა და შემდგომ აკადემიაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამას გარდა, შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა ჰიუტკერმა აკადემიას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განვითარებასა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებაც აღუთქვა.

ჰამბურგის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გაცნობის მიზნით გერმანიაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტიც დაიგეგმა, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს სამხედრო სასწავლებლებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰიუტკერი და სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც ჟოზეფი სტუმრობდნენ.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. უნდა აღინიშონს, რომ ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველად იმყოფება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაცნობა და შემდგომ აკადემიაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამას გარდა, შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა ჰიუტკერმა აკადემიას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განვითარებასა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებაც აღუთქვა.

ასევე, ჰამბურგის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გაცნობის მიზნით გერმანიაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტიც დაიგეგმა, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს სამხედრო სასწავლებლებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური