GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ და ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სასწავლო პროცესში ურთიერთჩართულობას, აგრეთვე აკადემიაში მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით ლაბორატორიებისა და სხვა მატერიალური რესურსების გამოყენებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური