GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელობის ტურნირი დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სპორტული შეჯიბრებები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დღეს ოფიციალურად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება ქართველი გმირების უკვდავსაყოფად მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ტურნირის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, შალვა დოლიძის მშობლები და მეუღლე, ასევე ტურნირში მონაწილე დაშავებული სამხედროები დაესწრნენ.

შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ურთიერთთანამშრომლობით იმართება. დაჭრილი და დაშავებული სამხედროები ერთმანეთს მჯდომარე კალათბურთში, ფეინთბოლში, ცურვაში, სირბილში, მშვილდოსნობაში, პნევმატური იარაღით (შაშხანით, პისტოლეთით) სროლაში, მძლეოსნობაში (წოლჭიმი), მკლავჭიდში, მაგიდის ტენისში, ბილიარდსა და მჯდომარე ფრენბურთში ეჯიბრებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური