GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტთა შიდა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 28 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს აბიტურიენტთა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას.

აკადემიის ბაზაზე აბიტურიენტები გაივლიან ფიზიკური მომზადების ტესტს სირბილში, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესში. ასევე მოხდება კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა, რაც მოიცავს დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და მიმღებ კომისიასთან გასაუბრებას. აბიტურიენტთა ფსიქოლოგიურ შერჩევაში მონაწილეობას იღებენ აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილებისა და გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

აბიტურიენტები სამედიცინო შემოწმებას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური