GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩეხეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ლექცია ჩაატარა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩეხეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა იმყოფებოდა, რომელიც ძირითადად გენდერული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. ვიცე-პოლკოვნიკი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს თემაზე: “ნატო-ს პერსპექტივიდან დანახული ქალის როლი შეიარაღებულ ძალებში” ესაუბრა.

ლექციის მსვლელობისას სპიკერმა საერთაშორისო მისიებში ქალების ჩართულობასა და გენდერულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო შეხვედრის ბოლოს მან დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების პროცენტული რაოდენობა და იმედი გამოთქვა რომ სამომავლოდ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური