GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინგლისური ენის მასწავლებლების გაცილების საღამო გაიმართა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ამერიკის თავდაცვის ენის ინსტიტუტის ინგლისური ენის ცენტრის (DLIELC) ინგლისური ენის მასწავლებლების გაცილების საღამო გაიმართა.

აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ენობრივი მომზადების სკოლის უფროსმა, მაიორმა კახა ყავლაშვილმა მასწავლებლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად ხუთი თვის განმავლობაში ჩართულები იყვნენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) მონაწილე სამხედრო თარჯიმნების მომზადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური