GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა.

აღნიშნული თამაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სასწავლო ბატალიონის ოთხივე კურსთან ერთად მონაწილეობას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი, სასწავლო ბატალიონის შტაბი, ინსტრუქტორთა მიმართულება და ადმინისტრაციის გუნდიც იღებდნენ. დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვებული ადმინისტრაციის გუნდი ,,ექვსკუთხედი” გახდა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერთა ბატალიონის II კურსის იუნკერ ვახტანგ ქოროღლიშვილს მიენიჭა.

გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ, ადმინისტრაციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა და ბაკალავრიატის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი მეშველიანმა გადასცეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური