GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლიეტუვის სამხედრო აკადემიის მსმენელმა სტაჟირება გაიარა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიეტუვის სამხედრო აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება გაიარა ლიეტუვის სამხედრო აკადემიის მეოთხე კურსის მსმენელმა, ჯულია ტუნევიჩმა.

სტაჟირების ფარგლებში, ლიეტუველი მსმენელი მუშაობდა საბაკალავრო თემაზე: „ნატო – საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა“, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტები აქვს გაკეთებული საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობასთან და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. აკადემიამ მსმენელს გამოუყო სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ხელმძღვანელი, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც კადეტს აძლევდა რჩევებს და ეხმარებოდა ნაშრომისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.

აკადემიის მხარდაჭერით, ლიეტუველი მსმენელი შეხვდა გენერალური შტაბისა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს. იგი ასევე იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. სტაჟირების ფარგლებში ლიეტუვის სამხედრო აკადემიის მსმენელს ჰქონდა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ტურებიც.

მსგავსი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიეტუვის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური