GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველი კურსის იუნკერებისთვის სასწავლო წელი დღეს დაიწყო

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველი კურსის იუნკერებმა სასწავლო წელი დაიწყეს.

იუნკერებს სასწავლო წლის დაწყება აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მეშველიანმა მიულოცეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონში პირველ კურსზე 82 იუნკერი ჩაირიცხა, ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ 2018-2019 სასწავლო წელი 76 იუნკერმა დაიწყო, მათ შორის 12 იუნკერი მობილობით არის ჩარიცხული.

დღესვე, სწავლა დაიწყო აკადემიის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის 6-მა მსმენელმა, რომლებიც ერთწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 2019-2020 სასწავლო წელს მათთვის სასურველ საბაკალავრო მიმართულებაზე ჩაირიცხებიან.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური