GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები, თბილისის სასულიერო აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და აკადემიის იუნკერები იღებენ.

ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნეს.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური