GE

​ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სემინარი ტარდება

​ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ტარდება სემინარი, თემაზე „ეფექტური სწავლება“, რომლის მიზანია სამხედრო ინსტრუქტორების გადამზადება, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვა.

აკადემიის ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში, ინსტრუქტორები ეცნობიან სწავლა-სწავლებისა და შეფასების ეფექტურ სტრატეგიებს. აღნიშნული სემინარი ინსტრუქტორებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ მეცადინეობა, გამოიყენონ შესაბამისი სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები.
სამხედრო ინსტრუქტორებისთვის მსგავსი სწავლებები პერიოდულად ჩატარება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური