GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფებოდა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ,,სპიკერების პროგრამის”-ის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. აღნიშნულ ღონისძიებას სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერები და აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან, კერძოდ კი თავდაცვის ძალებში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება. თავდაცვის ძალების მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას მომავლის გეგმებიც გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც თავდაცვის ძალების მეთაურმა, მომავალ ოფიცრებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მათ კარიერული წინსვლა და წარმატება უსურვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური