GE

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ ცნობილია – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ უკვე ცნობილია. საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.

პირად გვერდზე განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

რა არის აბიტურიენტებისთვის შემდეგი ეტაპი?

  • მას შემდეგ, რაც გაიგებთ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდით, დაუკავშირდით უნივერსიტეტის ცხელ ხაზს ან ესტუმრეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს;
  • გაიგეთ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტში;
  • გაეცანით უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცედურებსა და სარეგისტრაციო ვადებს;
  • უმაღლესშივე იკითხეთ მოხვდით თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებაზე (რადგან ამ მიმართულებებზე კონკრეტული რაოდენობის ადგილებია გამოყოფილი).
  • დაადგინეთ სწავლის დაწყების ზუსტი ვადები.

ასევე იხილეთ:

პირველკურსელის ლექსიკონი – რა უნდა ვიცოდეთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური