GE

„ეროვნული გამოცდების თემატიკაში გარკვეული ნიუანსები არსებობს, რაც კმაყოფილების მიზეზს არ იძლევა“

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების თემატიკა შესაძლებელია გარკვეულწილად შეიცვალოს, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინსიტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიქობავამ განაცხადა.

ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის კუთხით, გამოცდების თემატიკაში გარკვეული ნიუანსები არსებობს, რაც კმაყოფილების მიზეზს არ იძლევა.

cat-ის გამოცდები, რომელიც საბედნიეროდ მოიხსნა, იყო ანტიეროვნული სასწავლო გეგმისა, ეს სქემა და თემატიკა არანაირად არ ეთანხმებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას ჩვენ ყოველწლიურად ვითანხმებთ, იქ არის გარკვეული ნიუანსები, რაც ნამდვილად საჭიროებს ცვლილებას და უფრო მეტად ორიენტირებას ამ კუთხით, კმაყოფილებას არ ვგრძნობთ ნამდვილად“, – აცხადებს მარიამ ჩიქობავა გადაცემაში “ჩვენი სკოლა”.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების თემატიკის ცვლილებაზე სამინისტროში დიდი ხანია საუბრობენ. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის პრეზენტაციისას თქვა, რომ მომავალში გამოცდების თემატიკა მაქსიმალურად დაუახლოვდება სკოლის პროგრამას. სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენელი ნიკო სილაგაძე კი ამბობდა, რომ უნარების გამოცდის სავალდებულო სიიდან ამოღების შემდეგ, ზოგადი უნარების კომპონენტი  სხვა სავალდებულო საგნებში გაერთიანდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2020 წელს ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი უკვე ცნობილია, თუმცა რა კონკრეტული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უწყებას თემატიკის ცვლილების კუთხით, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

როგორ სახეს მიიღებს უნარების გამოცდა 2020 წლისთვის – საით იხრება სამინისტრო

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური