GE

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად სკოლები დამატებით რეკომენდაციებს მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში აისახა.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში დასვენება სავალდებულო იქნება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებისთვის. მისივე თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სკოლები სამინისტროსგან დამატებით რეკომენდაციებს მიიღებენ.

„დასვენება იქნება სავალდებულო ყველასთვის, ეს იქნება საყოველთაოდ გამოცხადებული დასვენების პერიოდი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სკოლები თვითონ არეგულირებენ არდადეგების დაწყების და დასრულების თარიღს. ზოგადი განათლების დეპარტამენტი უკვე მუშაობს რეკომენდაციებზე, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა როგორ  მოახდინოს თითოეულმა სკოლამ. ამის შესახებ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მიიღებს თითოეული სკოლა, იმ ინსტრუქციას, რასაც შესთავაზებს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ამავე თემაზე:

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური