GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამეცნიერო შრომების კრებულზე მუშაობას და სტატიების მიღებას იწყებს

ეროვნული თავდაცვის აკადემია გეგმავს სამხედრო-სამეცნიერო შრომების კრებულის დამზადებას და გამოცემას. აღნიშნულ კრებულში საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნების მსურველებმა სამეცნიერო თემები უნდა გაგზავნონ მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე ნაშრომის შესრულების სტანდარტის შესაბამისად, აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: milstatia@eta.edu.ge

ეროვნული თავდაცვის აკადემია ასევე იწყებს სტატიების მიღებას სამეცნიერო შრომების კრებულისთვის. კრებულში საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნების მსურველებმა სამეცნიერო სტატიები უნდა გაგზავნონ მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე ნაშრომის შესრულების სტანდარტის შესაბამისად, აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: statia@eta.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55 06 06.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური