GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია თბილისის სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. თბილისის 123-ე, 64-ე, 161-ე საჯარო სკოლის, ასევე სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესისა” და აიბი-მთიების მოსწავლეები.

საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, სადაც მათ გააცნეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები და იუნკერების დღის განრიგი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს პეინტბოლით თამაშებში და სიმულაციურ სროლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური