GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას “ჩემი სამყარო”

ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ,,ჩემი სამყარო”, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

დღეს, საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი გახსნა პროექტის კოორდინატორმა, მარიამ დარბაიძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე, რამაზ კვარაცხელია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ეკა მეტრეველი.

მოლოდინებისა და შარშანდელი გამოცდილების შესახებ ისაუბრა პროექტის ყველაზე უმცროსმა მონაწილემ გურამ მღებრიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური