GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე კურსის კადეტებს უმასპინძლა

18 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე კურსის კადეტები.

კადეტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

საინფორმაციო შეხვედრაზე კადეტები აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს გაეცნენ. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური