GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში “ამოცანით მართვის” საერთაშორისო სემინარი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ნატოს სამხედრო განათლებისა და განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ,,ამოცანით მართვის” საერთაშორისო სემინარი გაიხსნა, სადაც ტრენერების რანგში მოწვეული არიან დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, გერმანიისა და ლიეტუვას წარმომადგენლები.

სემინარის ფარგლებში ტრენერებმა ისაუბრეს ამოცანით მართვაზე ოპერაციებისა და ბრძოლის დროს. პროფესორმა, სვენ ბერნარდ გარისმა ისაუბრა თემაზე: ,,ამოცანით მართვა”, როგორც სამხედრო ლიდერობის ფილოსოფია. პოლკოვნიკმა, სოენკე მარაჰრენსმა წარმოადგინა – გერმანული ,,Auftragstaktik” – ცნება და პრაქტიკა. ასევე განიხილეს სტრატეგიულ დონეზე ამოცანით მართვის იმპლემენტაციის რისკები და გამოწვევები.

სემინარი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი წარმომადგენლები დაესწრებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)