GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტაჟირებას გადის

მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან 12 აპრილის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხორციელდება აშშ-ის ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის მესამე კურსელი კადეტის ჯოშუა სერსის სტაჟირების პროგრამა.

დღეს, 11 თებერვალს ამერიკელ კადეტს შეხვდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე, აგრეთვე აკადემიის სხვა ხელმძღვანელი პირები. კადეტმა დაათვალიერა აკადემიის ბაზა და გამოხატა კმაყოფილება გულთბილი მიღების გამო. ჯოშუა სერსმა გამოთქვა იმედი, რომ მისი სტაჟირება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იქნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური