GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის თავდაცვის ატაშე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა და აკადემიის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები და სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს მომავალი გეგმები. ვიზიტი აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური