GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე “კომუნიკაციური გაკვეთილი”

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ენობრივი მომზადების სკოლის ინგლისური ენის პროგრამის ხელმძღვანელობით ჩატარდა სემინარი თემაზე ,,კომუნიკაციური გაკვეთილი”, სადაც მონაწილეობას იღებდა ინგლისური ენის პროგრამის 30 მასწავლებელი.

აღნიშნული სემინარი მოიცავდა ინგლისური ენის სწავლების გამოცდილების გაზიარებას. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინგლისური ენის კომუნიკაციური მეთოდის (SMART) მიზნები – კერძოდ სტუდენტზე ორიენტირებულობა, დროსთან თანხვედრა, სტუდენტის მოთხოვნებზე მორგება და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)