GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩეხეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩეხეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ვიცე-რექტორი, პოლკოვნიკი ლიბორ ქუტეჟი და საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი, კაპიტანი ჰანა სმერდოვა.

სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და შტაბის G-5 სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ყავლაშვილმა უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, გაეცნენ სტრუქტურას და წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე, როგორც იუნკერებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური